ფხალაძე: პოროშენკომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მიმართ

საქართველოს პრეზიდენტის  საგარეო ურთიერთობათა  მდივანმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე კომენტარი გააკეთა. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, 2008 წლის ომიდან ცხრა წლის თავზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ოკუპაციასთან ბრძოლაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

„ეს იყო უკრაინის მხრიდან ინიცირებული ზარი, ეს იყო მხარდაჭერის ზარი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო თბილისში მიღწეული შეთანხმებები, პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, როგორ უნდა განვითარდეს ეს სტრატეგიული თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მიმართ“,-განაცხადა ფხალაძემ.

">