ფრანკფურტში ხანძარმა გოეთეს კოშკი გაანადგურა (ვიდეო)

გერმანიაში მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა გოეთეს კოშკი (Goetheturm) მთლიანად დაიწვა.ამის შესახებ Frankfurter Rundschau წერს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი შუაღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები დროულად გამოცხადდნენ, თუმცა კონსტრუქციის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ასევე ფრანკფურტის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით,  მეზობელ  შენობებს ცეცხლი არ ემუქრება.ხანძრის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.გოეთეს ხის კოშკი, რომლის სიმაღლეც 43 მეტრს შეადგენს, 1867 წელს აშენდა, შემდეგ მას დემონტაჟი გაუკეთდა და 1931 წელს აღდგა.