ფრანგი მსახიობი დანიელ დარიე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი და მომღერალი დანიელ დარიე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ Huffington Post Franceიტყობინება.

მსახიობი საკუთარ სახლში, სამხრეთ საფრანგეთში გარდაიცვალა.

დანიელ დარიეს დებიუტი კინოში 14 წლის ასაკში შედგა. მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: “8 ქალი”, “მადამ დე …” “წითელი და შავი” და ა.შ.

2002 წელს მსახიობმა “ვერცხლის დათვი” მიიღო ბერლინის კინოფესტივალზე როლისათვის ფილმში “8 ქალი”.

სწორედ ამ ფილმში განსახიერებული როლისათვის ევროპულმა კინოაკადმიამ ის საუკეთესო მსახიობად აღიარა.

 

 

">