ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “მილანის” მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას ბედი დერბი “დელა მადონინაზე” გადის.
თუ “როსონერი” 22 სექტემბერს ნომინალური სტუმრის რანგში “ინტერთან” დამარცხდება, პორტუგალიელს გაათავისუფლებენ.
უკვე დასახელდა ის სპეციალისტები, რომლებმაც შესაძლოა, ფონსეკა ჩაანაცვლონ. საინტერესოა, რომ “მილანის” დამრიგებლად შესაძლოა, დაბრუნდეს მასიმილიანო ალეგრი.
დი მარციოს ცნობით, “როსონერიში” ედინ ტერზიჩს, მაურისიო სარისა და თომას ტუხელსაც განიხილავენ.