ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  მოსამართლე  ეკატერინე კულულაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.საქმის პროკურორის ზაზა ქორიძის განცხადებით, მახრინ ჯაფაროვი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის ნარკოდანაშაულისათვის.

„მახირ ჯაფაროვი არის რამოდენიმეჯერ წარსულში ნასამართლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის, ერთერთი დანაშაულისთვის 11 წელიც კი ჰქონდა მას მისჯილი, ამნისტირებული არის, თუმცა დღეის მდგომარეობითაც, სულ რაღაც 2017 წლის მაისის თვიდან იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ანალოგიური ნარეკოტიკული დანაშაულისთვის, აღნიშნულის თაობაზე იცოდა თვითონ მისმა ძმამაც“,-განაცხადა ქორიძემ.

">