ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთში ათონელის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთში ათონელის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ათონელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
„აღსანიშნავია, რომ ცენტრის უბნის სანიაღვრე არხების დიდი ნაწილი ათონელის ქუჩის გავლით უერთდება მთავარ სატუმბ სადგურს. სამწუხაროდ უხვი ნალექის შედეგად, ათონელის ქუჩა ხშირად იტბორებოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების სრულყოფილად მოწესრიგება. ჩვენ მსგავსი მიდგომებით ვაგრძელებთ ქალაქის სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც”, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.