“ფლუმინენსეს” სტადიონი მარსელოს საპატივსაცემოდ სახელს შეიცვლის

ბრაზილიური “ფლუმინენსეს” სტადიონი დღეს სახელს ოფიციალურად შეიცვლის და კლუბის მცველის მარსელოს საპატივსაცემოდ Marcelo Vieira Stadium დაერქმევა.
მარსელო ამ გუნდის აღზრდილია, საიდანაც მადრიდის “რეალს” მიაშურა და იქ 15 წელი დაჰყო, მერე კი ერთი სეზონი პირეოსის “ოლიმპიაკოსში” ბურთაობდა, რის შემდეგაც მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
მიმდინარე სეზონში მან “ფლუმინენსეს” ფორმა 31 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.