ფინეთის პრეზიდენტი – უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს

უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის ს ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.
„ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. უკრაინას სრული უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საკუთარი თავი დაიცვას“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.