უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას

უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას
უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას, – განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
„ვერც ერთ კომპონენტში წარმატება ვერ იქნება მიღწეული, თუ არ ფიქსირდება ხელისუფლების და ხალხის ერთიანობა. ამ მხრივ საქართველოში მართლაც კარგი ვითარებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, ძალიან ბევრი ქვეყანა დაჟინებით ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ფაქტობრივად, მეხუთე კოლონა, უცხოური აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან დაკვეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული. ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას. ცალკეულ მონაცემებში ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიმტკიცე, კორუფციის დაბალი დონე. ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმას, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას და 12 წლიანი გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ

ევროკავშირის ელჩი აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ზაფხულში შეჩერდა – თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი საქართველოს ხელშია? გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატიულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას