“უცებ, რომელიმე კახელი თითქოს წერტილს დაუსვამს ამ მხიარულ დისკუსიას, ცელს დაუნდობლად გამოუსვამს მოწინააღმდეგეს…” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებ, როდესაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელთა ვითომ არასერიოზულ, სინამდვილეში კი ძალიან საყურადღებო ქიშპს ვადევნებ თვალყურს:
– ჩვენ ვაჟა გვყავდა!
– ჩვენ გალაკტიონი!
– მუსხელიშვილი თბილისელი იყო…
– ილია ვეკუა ხომ არ იყო!
აღმოსავლეთის შვილია… ქართული მოთხრობის დიდოსტატი!
– ნიკო ლორთქიფანიძე და დავით კლდიაშვილი ცუდ მოთხრობებს წერდნენ?!
– ივანე ჯავახიშვილის დარი ვინ გყავდათ?
– მთლად ივანე არა, მაგრამ ექვთიმე ხომ ზღვასთან ახლოს დაიბადა…
– ხელოვნება ჩვენია: სანდრო ახმეტელი, კოტე მარჯანიშვილი…
– ოპერა და ბალეტი ხელოვნება არ არის? ზაქარია ფალიაშვილი… ბანოჯელი ბალანჩივაძეები!
….
და ასე გრძელდება დაუსრულებლად!
უცებ, რომელიმე კახელი თითქოს წერტილს დაუსვამს ამ მხიარულ დისკუსიას, ცელს დაუნდობლად გამოუსვამს მოწინააღმდეგეს და ჯადოსნურ, ელვარე სიტყვებს იტყვის:
– ექსპექტო პატრონუუუუმ! ილია ჭავჭავაძის ფურირემს ვიძახებ, “გლახის ნაამბობის” შესავალში რომ ახსენებს… მორჩა, დამთავრდა! აღმოსავლეთი უპირატესია.
ამ დროს დასავლეთის დამცველი მოიწყენს, ყურებს ჩამოყრის, მოემზადება კაპიტულაციის გამოსაცხადებლად და … დამარცხების აღიარებამდე ამაყად, მშვიდად წარმოთქვამს:
– დავით აღმაშენებელი!
ქუთაისელი ნახევრად ღმერთის ხსენებაზე, კამათის ახალი ტალღა იწყება:
– გია ყანჩელი…
– რეზო ლაღიძე ბაღდათელი იყო!


– ნუკრი კაკილაშვილი
– თენგიზ სულაქველიძე
…. და ასე, დაუსრულებლად!
ამ დროს გული სიხარულით გევსება, რადგან ზუსტად იცი, რომ ყაიმია!

ასევე დაგაინტერესებთ