„უნდა დადგეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი“

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში საბავშვო ბაღების ჩართულობაზე საუბრობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ ადმინიტრაციულ რესურსს იყენებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ამ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„აღმზრდელები დაკავებულები არიან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიით, ისინი დკავებული არიან ადამიანების მობილიზებით, სიების შედგენით, რომელიც აპრიორი „ქართული ოცნების“ ხმის მიმცემები იქნებიან იძულების წესით შემდგომ და ბავშვები რჩებიან უყურადღებოდ. პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ საქმის გამოძიებით და აუცილებლად უნდა დადგეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი“,-განაცხადა დათუკიშვილმა.

">