უმრავლესობამ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა

საპარლამენტო უმრავლესობაეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. მომხსენებელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე იყო, სხდომას ეროვნული ბანკის წარმოამდგენლებიც დაესწრნენ. დეპუტატმა ლევან კობერიძეეროვნული ბანკის საქმიანობა გააკრიტიკა, მისი თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში არის სწრაფი რყევები, ეროვნული ბანკი ჩუმად არის და განცხადებებს არ აკეთებს.

„ჩემთვის გაუგებარია, სწრაფი რყევების დროს, ეროვნული ბანკი საერთოდ რატომ არ იღებს ხოლმე ხმას და უწევს მერე მთავრობას და პარლამენტს ამაზე პასუხის გაცემა. ისე ნუ გავაკეთებთ, რომ მსჯელობის დროს, მოსახლეობას დარჩეს აღქმა, რომ თქვენ საუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ პირობითად კომფორტი როგორ მოიწყოს  ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა მუშაობის დროს და რეალური პრობლემები სადაც არის, ამაზე არ ვისაუბროთ. თქვენი პასუხებიდან გამოდის, რომ ჩვენ ტყუილა ვსაუბრობთ პრობლემაზე, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ამას არ ეხება“,-განაცხადა კობერიძემ.

 

">