უკრაინულმა დრონებმა რუსულ რკინის მადნის ქარხანას დაარტყეს

ორმა უკრაინულმა დრონმა, ოთხშაბათს, ს ერთ-ერთ უდიდეს რკინის მადნის ქარხნის საწვავის ობიექტს დაარტყა, თუმცა არავინ დაშავებულა და ქარხანა ჩვეულებრივად მუშაობდა, განაცხადეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და ქარხნის მეპატრონემ.
კურსკის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა თქვა, რომ პირველი თავდასხმიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მეორე დრონმა დაარტყა მიხაილოვსკის სამთო გამამდიდრებელ კომბინატს, რომელსაც „მეტალოინვესტი“, რუსეთში რკინის მადნის უმსხვილესი მწარმოებელი ფლობს.
„ტელეგრამის“ რუსულ არხებზე გამოქვეყნებული გადაუმოწმებელი ვიდეო აჩვენებს შავ კვამლს და ქარხანაში დაზიანებას, სავარაუდოდ პირველი დარტყმის შემდეგ.
წყარომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოდან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ თავდასხმა სააგენტოს მოწყობილი იყო.
გუბერნატორმა კურსკის რეგიონის ჟელეზნოგორსკის რაიონში ქარხანაზე თავდასხმა კიევს დააბრალა. ქარხანა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 90 კილომეტრითაა დაშორებული.
მ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმებისთვის, შორი რადიუსის დრონების გამოყენება დაიწყო. ომში ისე ჩაერთო, რომ მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, შორ მანძილზე დარტყმების საშუალებები არ გააჩნდა, დასავლელი მოკავშირეებმა კი, კონფლიქტის ესკალაციის შიშით, შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაზე უარი თქვეს.
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, ოთხშაბათს, რუსეთი უკრაინის რეგიონებს ღამით 42 დრონით დაესხა თავს. სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით