უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკი ოლქის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს:
“ყველა ხედავს, რომ უკრაინულმა ჯარმა იცის, როგორ გააოცოს საზოგადოება და მიაღწიოს შედეგს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტების უზარმაზარ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის – ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – თქვა პრეზიდენტმა Army+-ის აპლიკაციის პრეზენტაციაზე.
ამასთან, უკრაინის სამხედრო გვერდი იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციამ სუჯას მახლობლად კონტრშეტევისთვის რეზერვების შექმნა დაიწყო.
მათივე ცნობით, დაფიქსირდა ბელგოროდიდან კურსკში ცალკეული ქვედანაყოფების გადაყვანა, ასევე, ქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო რეზერვების გაერთიანებული შეიარაღების განლაგება.