1-ელი იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონების რეკორდული რაოდენობა – 90 დრონი – გაუშვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 90 დრონიდან 87 გაანადგურეს.
„ყველას დიდი მადლობა შრომისთვის! ერთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს, ცის დამცველებმა 45 „შაჰედი“ გაანადგურეს, დღეს – 87! დავიცვათ ცა! ერთად – გამარჯვებამდე!”- აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქს წუხელ С-300ტიპის ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს კი Х-31П ტიპის სამი რაკეტითა და ერთი Х-59 რაკეტით შეუტიეს.
