ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა, მუშაობას კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ქარხნის მუშაობის აღდგენას, სულ მცირე, ნახევარი წელი დასჭირდება". - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
Reuters წერს, რომ უკრაინელების თავდასხმამ ქარხანას სერიოზული ზიანი მიაყენა. მათი ინფორმაციით, "გაზპრომ ნეფტის" ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, უკრაინამ კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ორჯერ დაარტყა.
ქარხანამ 2024 წელს 11.6 მილიონი მეტრიკული ტონა ნავთობი გადაამუშავა, ბოლო არსებული მონაცემებით კი 2.9 მილიონი ტონა ბენზინი და 3.2 მილიონი ტონა დიზელი გამოიმუშავა.
აღნიშნული ნავთობქარხანა მოსკოვის საწვავის ბაზრის 40%-ს, და ზოგადად, ოლქის ბენზინის ბაზრის 70%-ს ამარაგებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.