უკრაინიდან ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი ჩამოიტანეს

29-30 სექტემბერს, უკრაინამ თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ალექსანდრ დოვბუშის სახელობის ტურნირს უმასპინძლა სადაც ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანძე (55 კგ), შმაგი თოდუა (66 კგ) და ნიკა კენჭაძე (84 კგ) გახდნენ, მეორე ადგილი ალეკო გოგობერიძემ (50 კგ) და ბექა ჭელიძემ (96 კგ) დაიკავეს, მესამე საპრიზო ადგილზე კი დემურ მეგენეიშვილი (84 კგ) გავიდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს გარდა, სომხეთის, მოლდოვას, პოლონეთის, უნგრეთის, ბელარუსიის და უკრაინის გუნდები იღებდნენ.

">