არქივი9 აგვისტო, 2024, 19:40
უკრაინა: რუსეთმა სუპერმარკეტზე მიიტანა იერიში, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 35 პირი დაიჭრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სუპერმარკეტზე ქალაქ კონსტანტინოვკაში, აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამით წერს, რომ ეს იყო საარტილერიო თავდასხმა.
"ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი" - წერს ფილაშკინი ტელეგრამით.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.