სუბარის თქმით, უმჯობესი იქნება თუ სააკაშვილი სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს დაესწრება

დევნილთა მინისტრი მიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავად დაესწრება სასამართლოში, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს. სოზარ სუბარის განცხადებით, ეს უკეთესი იქნება იმისთვის, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი.

„ძალიან კარგია ადამიანი, რომელზეც მიდის გამოძიება, რომელზეც სასამართლოში მიდის პროცესი, თვითონ დაესწრება პროცესს, ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც და კითხვებს პირდაპირ გაეცემა პასუხები. ასე, რომ თუ გამოცხადდება თავის ნებით, ცხადია, ეს იქნება გაცილებით უკეთესი იმისთვის, რომ სამართლიანობა იყოს და სასამართლო იყოს სამართლიანი“,-განაცხადა სუბარმა.

თეა წულუკიანმა სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით უკრაინულმა მხარემ იკითხა, იყო თუ არა ძალაში  ექსტრადიციის მოთხოვნები, რაზეც საქართველოპროკურატურამ დამაზუსტებელი წერილი გადაუგზავნა.

„უკრაინულმა მხარემ იკითხა რამდენიმე დღის წინ, რომ ის დოკუმენტაცია და ექსტრადიციის მოთხოვნები იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან საქართველოდან, რომ დიახ, ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში და კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. იქ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები განახლებული პროცედურები, როგორც მათ დაარქვეს, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტრერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქარტველოს მრიდან კვლავ ძალაშია“,-განაცხადა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვართან მის დაკავებას არ გამორიცხავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვართან მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა გეგმის შეცვლას მაინც არ აპირებს და კვირას, პოლონეთის გავლით, უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

„ჩვენ ვართ ბრუსელში, ევროპის ცენტრში, ევროპის მთავარ საპარლამენტო ორგანოში, დააკვირდით მარჯვნივ, მარცხნივ, ვიღაცა ბორკილებს მადებს, მიჭერს, ვინმე სერიოზულად იღებს მაგათ ბრალდებებს? ეს არის ორღობის, ჭორვილის ბრალდებები, რომელიც უკავშირდება „კოსტუმებს“, გასვენებებში მიტანილ ყვავილებს.

პირველი გეგმა უკრაინული ოლიგარქიული მმართველობის არის, რომ არ შემიშვან, რა თქმა უნდა, სარეზერვო გეგმა არის დაჭერა, მოსპობა, განადგურება, მაგრამ მე არ მეშინია, მაგათ უნდა ეშინოდეთ თავისივე ხალხის, ქართველი ხალხის და უკრაინელი ხალხის. მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის, მე ყველაფრისთვის მზად ვარ ბოლომდე დავიცვა ჩემი პოზიციები. ესენი თუ არიან მზად, მოემზადონ და დაელოდონ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს უკრაინის გენერალური პროკურატურა შეისწავლის

 

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას შესასწავლად გადასცა საქართველოს პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის დოკუმენტი, რომელიც შედგება 94 გვერდისგან. დოკუმენტში შესულია სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მასალები.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება 4 საქმეში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადების შემდგომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოპროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის ინფორმაციით ინტერპოლმა თავის წევრ სახელმწიფოებს გაუგზავნა შეტყობინება რომ  მიხეილ სააკაშვილის ძებნა არ შეესაბამება ინტერპოლის კონსტიტუციას და ნორმებს.

ნანუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ აქტიურდება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არჩევნების წინ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით  კომენტარი სახალხო დამცველმა გააკეთა. უჩა ნანუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ აქტიურდება აღნიშნული საკითხი არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ აქტიურდება ეს თემა არჩევნების წინაპერიოდში. კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, მაქვს. რამდენჯერმე იყო მსგავსი მოთხოვნა გაგზავნილი, შესაბამისად დაველოდოთ შედეგებს, მაგრამ მე კითხვის ნიშანს ვსვამ დროსთან დაკავშირებით, რატომ აქტიურდება ხოლმე ეს თემები მაინც და მაინც არჩევნების წინა პერიოდში“,-განაცხადა ნანუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას მისი ადვოკატი გამოეხმაურა

საქართველოს პროკურატურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გამოეხმაურა. ბექა ბასილაიას განცხადებით, ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო პერიოდის მანძილზე საქართველოს მთავრობა ახერხებს თანამშრომლობას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ეს არის უკრაინის სახელმწიფო.

„არცერთი ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფო არ თანამშრომლობს საქართველოპროკურატურასთან, იმიტომ, რომ იციან, რომ ეს ჯიბის ოლიგარქიული პროკურატურაა, ხოლო უკრაინის ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება, პოროშენკოს მთავრობა და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ეს ორი წარმონაქმნი ერთმანეთთან თანამშრომლობს, შესაბამისად ჩვენ არ გვიკვირს, რომ მაინც და მაინც ახლა, კვლავ გაიგზავნა ექსტრადიციის მოთხოვნა უკრაინაში, ეს ცალსახად უკავშირდება 10 სექტემბერს და არანაირი კავშირი ამ ფაქტს არ აქვს სამართლებრივ პროცედურებთან.

მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ინტერპოლმა სახეში უკან შემოაყარა საბუთები საქართველოპროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს, რომლებიც ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძებნის გამოცხადებას. ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო პერიოდის მანძილზე, რაც მიხეილ სააკაშვილი გადავიდა პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში, საქართველოს მთავრობა ახერხებს თანამშრომლობას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ეს არის უკრაინის სახელმწიფო და არ გამიკვირდება, რომ ხვალ რუსეთთან დაიწყონ ამ საკითხებზე თანამშრომლობა. ეს არის ერთ დიდი ოლიგარქიული რვაფეხის რამდენიმე საცეცი. ამ საკითხებს ჩვენ რომ სამართლებრივი შეფასება მივცეთ, ძალიან გაგვიჭირდება იმიტომ, რომ თავისი არსით არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და ამას ადასტურებს მღებრიშვილის ჩანაწერი რუს პრანკერებთან“,-განაცხადა ბასილაიამ.

საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით  კიდევ ერთხელ  მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უკრაინასაქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო

საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურასმიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით  კიდევ ერთხელ  მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ძებნილი პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე იმყოფება გამოძიების სტადიაზე, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოა უკრაინის გენერალური პროკურატურა, ხოლო როდესაც ძებნილი პირის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე იმყოფება სასამართლო განხილვის ეტაპზე, ექსტრადიციის საკითხს განიხილავს იუსტიციის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული ბრალდების ყველა საქმე იმყოფება სასამართლო განხილვის სტადიაზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მისი დაკავებისა და ექსტრადიციის შუამდგომლობა გააგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროში. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

  1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტადგამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
  2. 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილებისგადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. ,,7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის” დარბევის საქმე)
  3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილებისგადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა დასახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე,  ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახმძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაცგამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და  25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით  (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).
  4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).
">