მ გამოავლინა შესანიშნავი უნარები და ძლიერი სიმტკიცე. ის არ ჩამოინგრა რამდენიმე კვირაში, როგორც ამას მრავალი შიშობდა

კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გზაშია, გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტ პუტინის მიზანი უკრაინაზე დომინირება არ შეცვლილა და არ არსებობს მინიშნებები, რომ ის ემზადება მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოავლინა შესანიშნავი უნარები და ძლიერი სიმტკიცე. ის არ ჩამოინგრა რამდენიმე კვირაში, როგორც ამას მრავალი შიშობდა. თქვენ დაიბრუნეთ ს მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნახევარი. უკან დაახევინეთ რუსეთს შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილებიდან და მიაყენეთ მძიმე დანაკარგები რუსულ ძალებს. უპირველეს ყოფილსა კი, უკრაინა ინარჩუნებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ