უდუმაშვილი მერიის ავტოპარკისთვის ელექტრომობილებს შეძენას აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მერობის შემთხვევაში თბილისის მერიის ავტოპარკის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან EWMI ACCESS-ის მიერ ორგანიზაებულ შეხვედრა-დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებთან იმართება. ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

“მე ვამბობ, რომ თბილისის მერმაც უნდა იაროს ელექტრომობილით. ვაპირებ, რომ მთლიანად გავყიდო ავტოპარკი და შევიძინო ავტომობილები, ის ავტომობილები, რომელიც იქნება თბილისის მერიაში, იქნება ელექტრომობილები. თბილისის მერი უნდა იყოს მაგალითი. ბუნებრივია, იქნება სერიოზული წახალისება ელექტრომობილების. ჩვენ თუ გვინდა რომ საბოლოოდ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე”,- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

">