უბედური შემთხვევა ბათუმში, 2 არასრულწლოვანი წყლით სავსე თხრილში დაიხრჩო

ტრაგედია ბათუმში, ე.წ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიხრჩნენ. ადგილობრივების ცნობით, ბავშვები სავარაუდოდ მშობლებს გამოეპარნენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.
ბავშვების ასაკი ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი 5 და 7 წლისები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვართ მოწმე თუ როგორ იყენებენ არადემოკრატიული ძალები ხელოვნურ დაბრკოლებებს რუმინეთში, რათა ადამიანებს ხელი შეუშალონ აირჩიონ ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ