უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი რეისი გაუქმდა

უამინდობისა და ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხუთი რეისი: დუბაი, შარჟა, კიევი, მოსკოვი და სოჭი გადამისამართდა და თვითმფრინავები სხვა აეროპორტში დაფრინდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

რაც შეეხება, დუბაის და თეირანის რეისებს ძლიერი ნისლის გამო ფრენა გაუქმებულია. სხვა ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება