უამინდობა საქართველოში – დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემებია

უამინდობა საქართველოში – ქვეყნის მასშტაბით ამინდი უარესდება – აღმოსავლეთ საქართველოში თოვს, ზოგან ძლიერი ნისლია. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემებია.
მუნიციპალური ტრანსპორტი დილიდან არ მუშაობს თელავში. თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე კი ნაწილობრივი შეზღუდვებია დაწესებული. ამ მიმართულებით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის.
შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდებაც. რეგიონში დილიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. რეგიონის მასშტაბით, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
“ნალექიდან გამომდინარე, ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება ცენტრალური გზები და შიდა გზები. დაიყარა ქვიშა-მარილი. ასევე, გაიწმინდა თოვლისგან გზის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, დროებით, ამინდის გამო, შეზღუდულია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ისევე როგორც ქალაქში, სოფლებშიც იწმინდება შიდა საუბნო გზები, შესაბამისი სამსახური, ტექნიკა მობილიზებულია,” – აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში