ტყიბულში, სკოლის დირექტორის მოადგილე, ,,გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრობის გამო გაანთავისუფლეს” – ანა ბუჩუკური

პარლამენტის დეპუტატი, ,,გახარია საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ბრიფინგზე აცახდებს:
“ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ამბროლაძე შვილის. მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობისა და “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრობის გამო, გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად ოცნებამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკე გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად”, – თქვა ბუჩუკურმა ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ