“ტურიზმის სააგენტოში საკადრო ცვლილებები დღეს არ იგეგმება, ხვალ შეიძლება დაიგეგმოს”

“ტურიზმი არის მიმართულება, რომელზეც გვჭირდება კონცენტრირებული მუშაობა” აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.

ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები სამომავლოდ შესაძლებელია დაიგეგმოს:
ტურიზმის სააგენტოში საკადრო ცვლილებები დღეს არ იგეგმება, ხვალ შეიძლება დაიგეგმოს.  ჩვენ როდესაც ასეთი გამოწვევები და მიღწევები გვაქვს ტურისტთა რაოდენობის ქვეყანაში, ამაზე საპასუხოდ შესაძლებელია რაღაც ცვლილებები მოხდეს, თუმცა დღეს ასე საკითხი არ დგას.

ტურიზმი არის მიმართულება, რომელზეც გვჭირდება კონცენტრირებული მუშაობა”.

">