ტრამპმა ავღანეთში აშშ-ს ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში აშშ-ს ახალი სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. მან გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში აშშ-მ ავღანეთიდან საჯარისო ნაწილები გამოიყვანოს, რადგან ეს ტერორისტული დაჯგუფებების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მას სურს არა დროზე ორიენტირებული სტრატებია, არამედ შედეგებზე ორიენტირებული. მისივე თქმით, ახალ სტრატეგიაში მონაწილეობა ავღანეთის მთავრობამაც უნდა მიიღოს.

„ამერიკა ითანამშრომლებს ავღანეთის მთავრობასთან მანამდე, სანამ ხედავს პროგრესს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“. მათი თქმით, ავღანეთი აშშ-სთვის „კიდევ ერთი სასაფლაო“ გახდება, თუ ამერიკა ჯარს არ გაიყვანს ქვეყნიდან.

პრეზიდენტს ახალ სტრატეგიაზე სიტყვით გამოსვლისას ბევრ დეტალზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, ამიერიდან აშშ-ს მიდგომა უფრო პრაგმატული იქნება, ვიდრე იდეალისტური. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა დამატებით ძალებს გაგზავნის აშშ ავღანეთში, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ავღანეთში 4 ათასი ამერიკელი სამხედრო გაემგზავრება. თავის გამოსვლაში ტრამპმა პაკისტანსაც მიმართა, რომ აშშ აღარ მოითმენს მათ მიერ ექსტრემისტების შეფარებას. ბრალდებები პაკისტანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა უარყო.

">