ტრამპი ნეო-ნაცისტებზე გაკეთებული კომენტარის გამო იზოლაციაში მოექცა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნეო-ნაცისტებზე გაკეთებული კომენტარის გამო იზოლაციაში მოექცა.  შარლოტსვილში მიმდინარე ნეონაცისტური გამოსვლების შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, იგი საბჭოს რამდენიმე წევრმა ბიზნესმენმა გააკრიტიკა.

CNN-ის ცნობით, პროტესტის ნიშნად ბიზნესმენებმა საბჭო დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.   აქციონერები კონფედერტების გენერლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. მსვლელობა შეტაკებასი გადაიზარდა, რის შედეგადაც  1 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

პრეზიდენტი აქციებს პირველივე დღეს გამოეხმაურა, თუმცა პოლიტიკოსებმაც და საზოგადოების წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ მისი სიტყვები ნეონაცისტების და კუკლუს-კლანის წევრების მიმართ სათანადოდ მკაცრი არ იყო.

ორი დღის შემდეგ,  ტრამპმა ვირჯინიის არეულობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა, ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი შეტაკებები დაგმო და რასიზმს ბოროტება უწოდა.

მისი განცხადებით, შარლოტსვილის მოვლენებში დაპირისპირებული მხარეებიდან ორივე დამნაშავეა.

 

">