ტრამპი და პუტინი ერთმანეთს სავარაუდოდ APEC-ის სამიტზე შეხვდებიან

ვლადიმერ პუტინი მზად არის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ორი ლიდერი შესაძლოა ვიეტნამში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტზე შეხვდნენ.

„ჩვენ გვესმის დონალდ ტრამპის განცხადებები, რომ ასეთი შეხვედრა სურს პრეზიდენტ პუტინთან. პროტოკოლის სამსახურები ერთმანეთთან კონტაქტში არიან და როდესაც ლიდერების გრაფიკი საბოლოოდ გაირკვევა, ამის შესახებ შეგატყობინებთ“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, APEC-ის სამიტზე შესაძლოა მასსა და რექს ტილერსონს შორისაც შედგეს შეხვედრა.

">