ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. დაცვის მხარე აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.

პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. მომდევნო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.

/</a></iframe>