ტერეზა მეი: ვლადიმერ პუტინი თავისუფალ საზოგადოებას ძირს უთხრის

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეირუსეთის ქმედებები მკვეთრად გააკრიტიკა. მისი თქმით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში ერევა და კიბერშეტევებს ახორციელებს. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი „თავისუფალ საზოგადოებას ძირს უთხრის“. მეის თქმით, დიდ ბრიტანეთს არ სურს რუსეთთან სამუდამო კონფრონტაციის რეჟიმში იმყოფებოდეს, თუმცა დიდი ბრიტანეთი საკუთარი ინტერესების დაცვას აპირებს.

როგორც BBC წერს, ტერეზა მეის სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებთან. ტრამპი თქმით, მას სჯერა პუტინის, როდესაც ის აცხადებს, რომ რუსეთი არ ჩარეული აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ტერეზა მეის განცხადებით, რუსეთი შეიძლება დასავლეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს, თუ ის „თამაშის წესებით“ იმოქმედებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს მომავალ თვეში ესტუმრება.