სურამში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა

სურამში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და 5 წლის შვილი დაიღუპა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს – 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ”-აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

">