სტოლტენბერგის განცხადებით ევროპა ნატოზე დამოკიდებულია

ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა პოლონურ გაზეთს „რეჩ პოსპოლიტას“ ინტერვიუ მისცა, სადაც ევროკავშირის და ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრა. გენერალური მდივანმა  განაცხადა რომ, ევროკავშირი ნატოს კონკურენტი არაა და ევროპის უსაფრთხოების გარანტი სწორედ ჩრდილო ატლანტიკური კავშირია. სტოლტენბერგის თქმით, ევროპის თავდაცვის პოლიტიკა უნდა განიხილებოდეს არა როგორც ნატოს ალტერნატივა, არამედ როგორც დანამატი იმ ძირითადი უსაფრთხოებისა, რომელსაც ნატო სთავაზობს ევროპის ქვეყნებს. გენერალური მდივნის აზრით საუბარი ევროპის არმიასა და სარდლობაზე არარელევანტურია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ბრექსიტის შემდგომ იმ ორი სახელმწიფოდან, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ თავდაცვაზე მსოფლიოში, (ამერიკა, დიდი ბრიტანეთი) არცერთი არაა ევროკავშირის წევრი. სტოლტენბერგის აზრით, ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან.

">