სტოკჰოლმის „არლანდას“ აეროპორტში, დრონების დაფიქსირების გამო, საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა

შვედეთმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო, სტოკჰოლმის „არლანდას“ აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გამოცემა Daily Aftonbladet-ი ციტირებს საავიაციო ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ საჰაერო მოძრაობის კონტროლის კოშკიდან ოთხი სხვადასხვა ზომის დრონი დააფიქსირეს, რის გამოც, შვედეთის უდიდესმა, „არლანდას“ აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაგზავნა 2.5 საათის განმავლობაში შეაჩერა.
პოლიციამ აეროპორტში შესაძლო დივერსიის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.