სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო პორტალი Thrillist მკითხველს მოგზაურობას მსოფლიოს 20 პატარა ქალაქში ურჩევს.

იტალიურ, ესპანურ, ბრაზილიურ, გერმანულ, ავსტრიულ, იაპონურ ქალაქებს შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდა მოხვდა. 

 

დაკავშირებული სურათი

kazbegi-ის სურათის შედეგი

 

Thrillist -ის ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ბრიუს ნორსამმა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

“არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე სტეფანწმინდაში ერთმანეთთან შერწყმულია. ამ სოფელში ყველას ყურადღებას იპყრობს გორაკი, რომელზეც 14 საუკუნეში აშენებული გერგეთის წმინდა სამება მდებარეობს, მის უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერია. უმშვენიერესი ბუნების შესასწავლად სტეფანწმინდა საუკეთესო ადგილია, აქ შეგიძლიათ დაბანაკდეთ და ეწვიოთ ეროვნულ პარკს, ცხელ წყაროებს, მჟავე წყლებს, ჩანჩქერებს, ტბებს. აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს რუსეთი, თუმცა საქართველოში უფრო მეტად ურჩევნიათ თეთრი და წითელი ღვინო შეადარონ  ერთმანეთს ვიდრე ჩრდილოელ მეზობელზე ისაუბრონ.  ეს არის ქრისტიანული, სტუმართმოყვარე ღვინის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 3,7 მილიონია, მაგრამ  ვაზის 500-ზე მეტი ჯიშით არის ცნობილი”, – წერს ბრიუს ნორსამი.

რამდენიმე დღის წინ The Telegraph-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრიტანელებს “ევროპის ყველაზე გასაოცარ ქვეყანაში” მოგზაურობისკენ მოუწოდა და ამისთვის 7 მიზეზი შესთავაზა.

ბათუმი, რომლის კლიმატსაც ჟურნალისტი ბალისას ადარებს და წერს, რომ ქალაქი მაღალი შენობებით, სამორინეებითა და შემონახული ძველი იერსახით არის მიმზიდველი, სადაც ასევე შესაძლებელია ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა.

 

დაკავშირებული სურათი

 

სტატიაში ყავისადმი ქართველების განსაკუთრებულ სიყვარულზეც წერია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბათუმში მდებარე Coffeetopia-ში საუკეთესო ყავას ამზადებენ.

Telegraph-ი თბილისისა და ბათუმის ღამის ცხოვრებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ტურისტებს კლუბ BASSIANI-ში და “მტკვარზე” წასვლას ურჩევს, სადაც “მსოფლიოს წამყვანი დიჯეები უკრავენ”. სტატიის ავტორის თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია “ფაბრიკაც”.

 

bassiani-ის სურათის შედეგი

დაკავშირებული სურათი

 

საქართველო მართლაც ცნობილია ღვინოს მრავალფეროვნებით, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში ლუდსახარშები და ბარებიც არის, სადაც ახლადმოხარშულ ლუდს გთავაზობენ”, – წერია სტატიაში. ჟურნალისტი ამ მხრივ რეკომენდაციას ბარ Black Dog-ს უწევს და ქართული ლუდის გემოსაც ახასიათებს.

ბოლოს, Telegraph-ი საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს “ქარვისფერი ღვინის” დაგემოვნებას ურჩევს. “ეს არის თეთრი ღვინის ნაირსახეობა, რომელსაც ქარვისფერი აქვს და ტრადიციული ქვევრის მეთოდოლოგიით არის დამზადებული.”

 

">