ქართული ვებგვერდების მიერ მომხმარებელთა კომპიუტერების დაუკითხავად გამოყენების ფაქტზე მოკვლევა გრძელდება

ზოგიერთი ქართული ვებგვერდის მიერ კომპიუტერებისა და მათი სიმძლავრეების კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის, მომხმარებლის თანხმობის გარეშე გამოყენებასთან დაკავშირებით,  რამდენიმე დღის წინ News.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია და მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

News.ge ხელახლა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა კითხვებზე, თუ რა ეტაპზეა საქმის შესწავლა, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირზე მიმდინარებს მოკვლევა და როდის დამთავრდება საქმის სრული შესწავლა, უწყება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

News.ge შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებით ინფორმაციის მიღებისთანავე, დეტალებს გაცნობებთ.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ქართული ვებგვერდი, მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტალი – adjara.com, მომხმარებლის (ნებისმიერი ვინც ამ ვებგვერდს ესტუმრებოდა) კომპიუტერებს და მათ სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის (ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვ.) გამომუშავებისთვის, ფარულად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე იყენებდა.

 

/</a></iframe>