ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფო კემულარია: მთავრობა! დაუშვით დროშები! აფხაზეთი საქართველოა!

სოფო კემულარია: მთავრობა! დაუშვით დროშები! აფხაზეთი საქართველოა!

"მთავრობა!
დაუშვით დროშები!
აფხაზეთი საქართველოა!"  - წერს სოციალურ ქსელში აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი, სოფო კემულარია. 

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”.
გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა.
ტელეგრამ არხის “აიაშარას” ცნობით, დაღუპული ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.