სოფელ ჯუთაში ხანძარია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში ხანძარია. ამ ეტაპზე ადგილზე რამდენიმე ერთეული სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

სიტუაციას ქარი და რთული რელიეფური მდგომარეობა ართულებს. ხანძრის ძირითადი კერები ჯუთას მთის ფერდობის კლდოვან ნაწილზე ფიქსირდება, ცეცხლი ბალახს უკიდია.

დამატებით დეტალებზე საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.