სოფელ დიღომში ავტომობილის გამო დაწყებული კონფლიქტი 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობით დასრულდა

სასტიკი მკვლელობა სოფელ დიღომში – სავარაუდოდ, ავტომობილის გამო დაწყებულ კონფლიქტს 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი ქობულაშვილს სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან დანით მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მამაკაცებს შორის მანქანის თაობაზე დაძაბული საუბარი და შელაპარაკება უძღოდა.
როგორც ვიცით, იყვნენ თანასოფლელები და მიზეზი რა გახდა ამ ყველაფრის არ ვიცით. რაღაც ნათესავურო კავშირიც აქვთ, მოგვარეები არიან. როგორც თქვეს დანით დაჭრა სასიკვდილოდ. ხალხი იყო ბევრი, – ამბობს ადგილობრივი.
ახლა პოლიცია დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა