სომხეთმა გადაწყვიტა, ОДКБ-სთან ურთიერთობები ყველა დონეზე გაყინოს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის ს თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ურთიერთობები ყველა დონეზე გაყინოს.
პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა, რომ სომხეთის პოზიციაა, სრულად დისტანცირდეს პრორუსული ბლოკისგან.
“ჩვენ ამ ეტაპზე საკმარისად მიგვაჩნია ეს გადაწყვეტილება”, – თქვა მან.
ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ ОДКБ-მ არ გაააქტიურა რეაგირების მექანიზმი 2021 და 2022 წლებში, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვრების დარღვევის დროს.