სომეხი დეპუტატი – სომხეთს BRICS-ის სამიტზე ნიკოლ ფაშინიანი წარადგენს

სომხეთს ყაზანში BRICS-ის სამიტზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, წარადგენს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, სარქის ხანნმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
„სომხეთი მიიღებს მონაწილეობას BRICS-ის სამიტში პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დონეზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, მან დაამატა, რომ ვერ იტყვის, რა სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ქვეყანა სამიტში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკა ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.