სიცილიური სამზარეულო ‘PANTONE-ის’ პალიტრაზე

იტალიური გრაფიკოს-დიზაინერები ალესიო ვარვარა და ჯორჯია კალდერონი იტალიური სამზარეულოს სრულიად ახალ ხედვას გვთავაზობენ. მათ სიცილიური კერძები პანტონის ფერთა სისტემას (PMS) შეუსაყტვისეს.

PMS” ამერიკული კომპანია “Pantone Inc.-ის” მიერაა შექმნილი. მათ შეიმუშავეს უნივერსალური ფერთა სისტემა და სტანდარტები. “PMS” ფართოდ გამოიყენება ბეჭდვასა და საღებავის წარმოებაში.

“სიცილიური საკვები როგორც პანტონის პალიტრა” (Sicilian Food As Pantone) ფოტოების სერიაა, რომელშიც დიზაინერებმა გადაწყვიტეს დიზაინისა და იტალიური სამზარეულოს სიყვარულის შერწყმა. შედეგი შეგიძლიათ თავად შეაფასოთ..

behance