სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპო „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს

სირიის პროვინცია ალეპოდან სამთავრობო ძალებმა მთლიანად განდევნეს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკიმ განაცხადა. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში, სირიის არაბულ რესპუბლიკაში ძირეული ცვლილებები მოხდა. რუსეთის მხარდაჭერით, სამთავრობო ძალებმა დიდი წარმატებას მიაღწიეს და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ მნიშვნელოვანი მარცხი განაცდევინეს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტერორისტებისგან მთლიანად გათავისუფლებულია პროვინცია ალეპო“, – განაცხადა რუდსკიმ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, ტერორისტებისგან გათავისუფლებულია 50 დასახლებული პუნქტი და 2,7 მილიონი კვადრატული კილომეტრი.

">