სინოპტოკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 4 აგვისტოს ზოგან 38-40 გრადუსს მიაღწევს

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +35, +40, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 6 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, ზოგან კი 40 გრადუსამდეა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება.

/</a></iframe>