„სილქ რიალ ისთეითმა“, საქართველოში უძრავი ქონების მართვის და სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია თიბისი კაპიტალის, „გალტ & თაგარტისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა. ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.