სიერა-ლეონეში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია

სიერა-ლეონეში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. ამასთან, შესაძლოა სტიქიის მსხვერპლმა 500-ს გადააჭარბოს. ამის შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ბოლო მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 600 ადამიანი მიიჩნევა. არანაკლებ 3000 კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

სიერა-ლიონეს დედაქალაქ ფრიტაუნში მეწყერი 14 აგვისტოს დილით ჩამოწვა. მოსახლოების უმრავლესობას იმ დროისთვის ეძინა, რის გამოც მათ სახლებიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს.

გუშინ სიერა-ლეონეს პრეზიდენტი ერნესტ კორომა სხვა ქვეყნებს დამარებას სთხოვს. მისი თქმით, მეწყერმა და შემდგომმა ღვარცოფმა ათასობით ადამიანს სახლკარი დააკარგვინა.

">