„პრეზიდენტის შენიშვნები არ არის თავსებადი ჩვენი საკანონმდებლო სივრცისთვის“

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის სამ ვეტოზე კენჭისყრის თარიღზე უნდა შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, რიგგარეშე პლენარული სხდომა ოთხშაბათს გაიმართება, მანამდე კი გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში უნდა შედგეს. უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნები საქართველოს კანონმდებლობისთვის შეუსაბამოა.

„შენიშვნებს უნდა გავეცნოთ, ეს არ არის მარტო ის დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტივეტო აუცილენლად უნდა დაიძლიოს, ჩვენ ვნახავთ იმ შენიშვნებს, რასაც პრეზიდენტი წარმოადგენს. ზოგადად, ის განცხადებები და ის შენიშვნები, რაც მან ზოგადად გააჟღერა, ვთვლით, რომ არ არის თავსებადი ჩვენი საკანონმდებლო სივრცისთვის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავძლევთ  თუ არა ვეტოს“,-განაცხადა სესიაშვილმა.

">