სენაკის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო სენაკის საკრებულოში. ხმაურის მიზეზი 2024 წლის ბიუჯეტი გახდა.
საკითხის განხილვის დროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა გახარიას პარტიაც. ოპოზიციის განცხადებით, წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ არის მორგებული მოსახლეობის პრიორიტეტებს.
“ქართული ოცნების” დეპუტატები კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პარამეტრები მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით, მათი ინტერესების გათვალისწინებით გაიწერა.
საბოლოო ჯამში, სენაკის 2024 წლის ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ, ოპოზიციონერი წევრების გარეშე დაამტკიცა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიც ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა სპეცსამსახურების მიერ საქართველოში

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა