მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები – ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, – ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.
დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ
ჩემს ქველმოქმედებაში”,- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მერაბ დვალიშვილი საქართველოშია – UFC-ის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა [VIDEO]
მერაბ დვალიშვილი: თუ ომალს რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს
“მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ…” – რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?