სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა

2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა. კომუნიკაცია შეეხება ე.წ. „ღარიბაშვილის ჯგუფის“ საქმეებს, რომლებშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე გამოძიების განახლება დაავალა საქართველოს.

მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჩატარდება 19–22 სექტემბერს, განიხილება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი – გამოძიების მიმდინარეობის შედეგები. სხდომაზე მინისტრთა კომიტეტი ასევე განიხილავს საქართველოს მიერ გატარებულ იმ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს, რაც ემსახურება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებასა და მათ პრევენციას.

სახალხო დამცველმა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელმა ეროვნულმა ინსტიტუტმა, კომუნიკაციის დოკუმენტით გამოიყენა თავისი შესაძლებლობა და მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია დღეისათვის არსებული ვითარების შესახებ. დოკუმენტი, გარკვეულწილად, საქართველოს მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტისთვის უკვე წარდგენილ ინფორმაციასაც ეხმიანება. მასში მიმოხილულია როგორც საკანონმდებლო, ისე – პრაქტიკული ხასიათის სისტემური პრობლემები.

კერძოდ, ხაზი გაესვა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრაქტიკული არარსებობის გამო, რომელიც დასაბუთებულია კანონმდებლობის ანალიზით, აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

">